ბრიუსელში, შხაერბეკის რაიონში, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სპეცოპერაციისას დაჭრა და დააკავა - "როიტერსის" ცნობით, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი ადგილობრივ მერზე დაყრდნობით იტყობინება.
ბერნარდ კლერფაიტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული პირი ბრიუსელის თავდასხმებთან იყო დაკავშირებული.
RTBF-ი არაიდენტიფიცირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას. ეჭვმიტანილს ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდა.
შხაერბეკის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციისას აფეთქებების ხმა ისმოდა. ამ დროისთვის, პოლიციასა და სამხედროებს მძიმე ჯავშანტექნიკით, აღნიშნული რაიონის გარშემო კორდონი აქვთ გაკეთებული.
დღეს რეიდების შედეგად ევროპის სამ ქვეყანაში 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, შვიდი ბრიუსელში, ერთი პარიზში და ორი გერმანიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტერაქტებში არიან ეჭვიმტანილი.
ბრიუსელში რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.