ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სოფლების – ფოკისა და განძის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება, უზუსტობას შეიცავს, რადგან სოფელ განძაში გაზი რამდენიმე წლის წინათ შეიყვანეს და ის უკვე სრულად არის გაზიფიცირებული. ამის შესახებ გაგიკ კარსლიანმა guardian.ge -ს განუცხადა.
გამგებელი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრი გარკვეული სტრუქტურების მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი, რადგან მას სავარაუდოდ, არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს. კარსლიანი განმარტავს, რომ სოფელ ფოკაში, სადაც დაახლოებით 270-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. ასე, რომ მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. გამგებელი აღნიშნავს, რომ ფოკასთან ერთად ასევე გაზი არ არის შეყვანილი განძასთან ახლოს მდებარე სოფელ საღამოში და არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრს განძის ნაცვლად აღნიშნული დასახლებული პუნქტი ჰქონოდა მხედველობაში.
„მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფოკისა და განძის სრული გაზიფიცირება. ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.