შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ფინანსთა მინისტრი“ მუსტაფა ალ-ყადული მოკლულია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
პენტაგონში განცხადების გაკეთებისას ეშტონ კარტერმა დაადასტურა აბდულ ალ რაჰმან მუსტაფა ალ-ყადულის სიკვდილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯი იმამი და აბუ ალაა ალ-აფარი.
კარტერს არ წარმოუდგენია დეტალები ოპერაციისა, რომლის დროსაც ალ-ყადული დაიღუპა, მაგრამ თქვა, რომ მისი სიკვდილი შეერთებული შტატების იმ ძალისხმევის ნაწილია, რაც ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური კაბინეტის „სისტემატურ ლიკვიდაციას“ ითვალისწინებს.
„ISIL -ის ამ ლიდერის ჩამოცილება გაუძნელებს მათ ერაყსა და სირიაში და ასევე სხვაგან ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას,“ განუცხადა კარტერმა რეპორტიორებს, რომელმაც IS -ი - „ისლამური სახელმწიფო“ - სხვა აკრონომით მოიხსენია.
ალ-ყადული ტერორისტული მოწყობილობების მთავარი დამფინანსებელი იყო. თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა იგი დაახასიათა, როგორც „კარგად ცნობილი ტერორისტი“, რომელიც ჩართული იყო ტერორისტულ აფეთქებებში ერაყისა და სირიის გარეთ.
შეერთებულ შტატებს მის ხელში ჩასაგდებად 7 მლიონი აშშ დოლარი ჰქონდა ჯილდოდ დაწესებული მას შემდეგ, რაც 2012 წელს პატიმრობიდან გათავისუფლებული ალ-ყადული „ისლამურ სახელმწიფოს“ დაუბრუნდა. ალ-ყადული ასევე ერაყში ალ-ყაიდას წევრიც იყო.
ალ-ყადული ეთნიკურად თურქი იყო. BBC-ს ცნობით, იგი დაიბადა 1957 ან 1959 წელს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში, რომელიც შეერთებული შტატების თანახმად, 2014 წლის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლდება.
იგი 2004 წელს ერაყში ალ-ყაიდას შეუერთდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინამორბედი იყო. მაშინ აღნიშნულ დაჯგუფებას აწ გარდაცვლილი აბუ მუსაფ ალ ზარქავი ხელმძღვანელობდა. ალ-ყადული სწორედ მისი მოადგილე და მოსულში ლიდერი იყო.
ეშტონ კარტერმა პენტაგონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეს იყო Isil -ის მეორე მთავარი ლიდერი, რომელიც ამ თვეს ჩვენი სამიზნე გახდა, მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინათ დადასტურდა Isil -ის ე.წ. „სამხედრო მინისტრის“ სიკვდილი.“

როგორც BBC ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ქართველი თარხან ბათირაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც ომარ შიშანი, 4 მარტს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფმა საინფორმაციო საშუალება „ამაქმა“ არაიდენტიფიცირებულ წყაროზე დაყრდნობით, შიშანის გარდაცვალების უარმყოფელი ინფორმაცია გაავრცელა.
თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის ამერიკას 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.