ბელგიამ ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე "თვითმკვლელი ტერორისტი" დაასახელა
25-03-2016, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე "თვითმკვლელი ტერორისტი" დაასახელა. იგი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომლის დი-ენ-ეი, პარიზის გასული წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ადგილებში აღმოაჩინეს.

 


როგორც BBC იუწყება, ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბელგიის პოლიციამ თავდასხმებთან დაკავშირებული სამი ადამიანი დააკავა.

 


პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაპატიმრებები დაკავშირებულია პარიზში, ხუთშაბათს პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდთან, სადაც ერთი პირი დააკავეს და ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გეგმა ჩაშალეს.

 


ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში სხვა ეჭვმიტანილებიც დააკავეს.

 

 

სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტსა და ერთ-ერთ მეტროსადგურში განხორციელებული თავდასხმებისას 31 ადამიანი დაიღუპა და 300-სზე მეტი დაიჭრა, მათ შორის, 61 ადამიანის მდგომარეობა, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კრიტიკულია.

 

 

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა კოენ გისმა პარასკევს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სალაჰ აბდესლამმა, რომელიც თავდაპირველად თანახმა იყო ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარი თავდასხმების შემდეგ უარი თქვა სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე.

 

 

ბელგიის დედაქალაქში ამ დრომდე დაკეტილი რჩება ზავენტემის აეროპორტი, ქუჩებსა და განსაკუთრებით კი მეტროსადგურებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი