პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა, როცა მას ჰკითხეს ბრიუსელში სამშაბათს მომხდარი აფეთქებების შესახებ, უარი თქვა პასუხის გაცემისაგან, - განაცხადეს ბელგიელმა პროკურორებმა.
მათ თქვეს, რომ აბდესლამმა, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში დააკავეს და თავდაპირველად თანამშრომლობისთვის მზად იყო, სამშაბათის აფეთქებების შემდეგ „დუმილის უფლება გამოიყენა“ და არც ერთი სიტყვა არ წარმოუთქვამს.
იგი ბრიუსელის თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიპყრეს. მისი აყვანის სპეცოპერაციისას იგი ფეხშიც დაიჭრა.
ხუთშაბათს და პარასკევს ევროპის სამ ქვეყანაში 12 ადამიანი დააკავეს. მათგან 6 ბელგიაში, თუმცა რამდენიმე, დაკავებიდან ცოტა ხანში გაათავისუფლეს, ორი გერმანიაში და ერთი საფრანგეთის დედაქალაქში, სადაც ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გეგმა ჩაშალეს.
ბელგიის ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე პირიც დაასახელეს. იგი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომლის დი-ენ-ეი, პარიზის გასული წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ადგილებში აღმოაჩინეს.

როგორც BBC იუწყება ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბელგიის პოლიციამ თავდასხმებთან დაკავშირებული სამი ადამიანი დააკავა.
სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტსა და ერთ-ერთ მეტროსადგურში განხორციელებული თავდასხმებისას 31 ადამიანი დაიღუპა და 300-სზე მეტი დაიჭრა, მათ შორის, 61 ადამიანის მდგომარეობა, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კრიტიკულია.

ბელგიის დედაქალაქში ამ დრომდე დაკეტილი რჩება ზავენტემის აეროპორტი, ქუჩებსა და განსაკუთრებით კი მეტროსადგურებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.