უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მის გახმაურებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინმეზე არსებობს მაკომპრომიტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ“, „TVპირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ არც „არაფერი შეშლია“ და არც არაფერი აქვს საბოდიშო.
გრიგოლიამ უმრავლესობის ლიდერის თამაზ კვაჭანტირაძის ნათქვამის ციტირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც „თამაზ მეჭიაურს სხვა რაღაცის თქმა უნდოდა და შესაძლოა სხვა რამე გამოუვიდა.“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, „თქვენივე თანაგუნდელები აცხადებენ, რომ გაოგნებულები არიან თქვენი ამ განცხადებით, რას იტყვით ამაზე? - თამაზ მეჭიაურმა ასეთი პასუხი გასცა:
„კახეთში ფრაქციის გასვლითი ღონისძიება გვაქვს და აქვე ბრძანდება ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე და მას გაოგნების ვეღარაფერი შევატყვე,“ ხოლო ჟურნალისტის მორიგ შეკითხვას, - არაფერი არ გითხრათ ზვიად კვაჭანტირაძემ? - შემდეგნაირად უპასუხა:
„რა უნდა მითხრას, მე ცოტა გვიან შევედი. რა უნდა მითხრას, ჩემი დამრიგებელი კი არ არის. რაც შეეხება ბოდიშების მოხდას, ბოდიშს მე თვითონ მოვიხდი, თუ მაქვს ამის საფუძველი და არავის არ ვთხოვ ჩემს მაგივრად ბოდიშების მოხდას, თანაც არაფერი არ შემშლია, მე ზუსტად ჩამოვაყალიბე, რისი თქმაც მინდოდა. და თქვენ ზუსტად მოიყვანეთ ციტატა ჩემი გამოსვლიდან და ამისთვის დიდი მადლობა, ზოგიერთებს ისეთი დამახინჯებული ჰქონდათ წარმოდგენილი, თითქოს მე საერთოდ პოლიტიკოსებს სექსს ვუკრძალავდი, ასეთი ფორმით უნდოდათ წარმოედგინათ ყველაფერი ეს“.
მეჭიაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული ჩანაწერების გამავრცელებელი პირები უნდა დაისაჯონ. იგი ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების მომხრეცაა, თუმცა ამბობს, რომ ამ თემების მიბმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არასწორია.
მეჭიაურმა გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ მაშინდელმა მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობოების ზეწოლას ვერ გაუძლო და გაანადგურა ფარული ჩანაწერების ნაწილი, რომელიც სამეგრელოში ე.წ. სამალავებში აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი კი მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ გაიტანეს.
„რომ არ მოხდა მათი გამოძიება ბოლომდე და რომ არ მივიდა, ასე ვთქვათ იმ ზედა შემკვეთებამდე და რომ არ მოხდა იდენტიფიცირება ყველა მისი შემსრულებლის, არის ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალი, რომლებიც მაშინ კატეგორიულად მოითხოვდნენ ყოველივე ამის განადგურებას, რასაც მოჰყვა ის, რომ განადგურდა ის ნაწილი, რომელსაც ფლობდა სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო დანარჩენი, ალბათ, მოხვდა სხვადასხვა არხების მეშვეობით საზღვარგარეთ და ახლა დღესაც არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, რომლებიც ზოგი „გირჩებად“ აღმოცენდნენ, ზოგი სხვადასხვა ბუნებრივ თუ ატმოსფერულ ნალექებად და ახლა მე მაკრიტიკებენ და მთავრობას, რომ თითქოს ლამის არის, მე ვარ მათი თანამონაწილე. ეს არის სრული აბსურდი. ხელისუფლებას სრული საშუალება ჰქონდა ნებისმიერი ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნების გარეშე ნებისმიერი თანამდებობის პირი გადაეყენებინა ისე, რომ საერთოდ ვერავის გაეგო ამის მიზეზი, სამჯერ მოხდა მთავრობის ცვლილება,“ აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.