ფარული ჩანაწერები იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია, რომლებიც ზოგი „გირჩებად“ აღმოცენდნენ, ზოგი სხვადასხვა ბუნებრივ თუ ატმოსფერულ ნალექებად - თამაზ მეჭიაური
26-03-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური კიდევ ერთხელ გამოხატავს მის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული ჩანაწერების გამავრცელებელი პირები უნდა დაისაჯონ. იგი ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების მომხრეცაა, თუმცა ამბობს, რომ ამ თემების მიბმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არასწორია. ამის შესახებ მეჭიაურმა „TVპირველის“ ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან, კახეთიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

 

 

მეჭიაურმა აღნიშნა, რომ მაშინდელმა მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობოების ზეწოლას ვერ გაუძლო და გაანადგურა ფარული ჩანაწერების ნაწილი, რომელიც სამეგრელოში ე.წ. სამალავებში აღმოაჩინეს, ხოლო ნაწილი კი მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ გაიტანეს.

 

 

„რომ არ მოხდა მათი გამოძიება ბოლომდე და რომ არ მივიდა, ასე ვთქვათ იმ ზედა შემკვეთებამდე და რომ არ მოხდა იდენტიფიცირება ყველა მისი შემსრულებლის, არის ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალი, რომლებიც მაშინ კატეგორიულად მოითხოვდნენ ყოველივე ამის განადგურებას, რასაც მოჰყვა ის, რომ განადგურდა ის ნაწილი, რომელსაც ფლობდა სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო დანარჩენი, ალბათ, მოხვდა სხვადასხვა არხების მეშვეობით საზღვარგარეთ და ახლა დღესაც არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, რომლებიც ზოგი „გირჩებად“ აღმოცენდნენ, ზოგი სხვადასხვა ბუნებრივ თუ ატმოსფერულ ნალექებად და ახლა მე მაკრიტიკებენ და მთავრობას, რომ თითქოს ლამის არის, მე ვარ მათი თანამონაწილე. ეს არის სრული აბსურდი. ხელისუფლებას სრული საშუალება ჰქონდა ნებისმიერი ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნების გარეშე ნებისმიერი თანამდებობის პირი გადაეყენებინა ისე, რომ საერთოდ ვერავის გაეგო ამის მიზეზი, სამჯერ მოხდა მთავრობის ცვლილება,“ აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი