ვინც არ წავიდა არჩევნებზე, ერთია, მაგრამ ბევრიც მივიდა და ყველა გადახაზა!!! ეს კი, ვისი და რისი ბრალია, იქნებ ბრძანოთ ვინმემ?! 12 თვითმმართველი ქალაქიდან (თბილისის ჩათვლით), 9 - ში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო?! ამის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, რათა გამოვლინდნენ გამარჯვებული კანდიდატები გამგებლების თანამდებობებზე, საკრებულოების დასაკომპლექტებლად, მაჟორიტარებს შორის... მოკლედ, სანუგეშოდ იმის საუბარი, რომ საგანგაშო არაფერია და კოალიცია "ქართული ოცნება" – "მაინც" პირველ ადგილზეა ("ვაჯობეთ" ნაცებს!), ხოლო მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა კი, "დემოკრატიის ნიშანია", - გახლავთ სრული დემაგოგია და თავის მოტყუება, რადგანაც ეს შედეგი "დემოკრატია" კი არა, ძლიერი პოლიტიკური ნოკდაუნია, ნოკაუტი თუ არა! სიმართლე კი, ის არის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სულ რაღაც 1 წელსა და 8 თვეში "ვიღაცეებმა მოახერხეს" და "ქართული ოცნების" პოლიტიკური რეიტინგი გაანახევრეს, რაც შემდგომი ნებისმიერი არჩევნებისას კატასტროფული მაჩვენებლის მომასწავებელია, თუ არ იქნა მიღებული კარდინალური ზომები მდგომარეობის რადიკალურად გამოსასწორებლად, ეს უწინარესად ეხება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ მენეჯმენტს!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.