საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაესვა ხაზი.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა სატრანსპორტო, ენერგეტიკული, კულტურული და სხვა სექტორული მიმართულებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის განსაკუთრებით მზარდ პოტენციალს ტურიზმის სფეროში.
შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ფორმატების წარმატებული ფუნქციონირება, მათ შორის, ხაზი გაესვა ახლო მომავალში ამ მიმართულებით სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ბიზნეს სექტორის ჩართვის აუცილებლობას, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მიმოიხილეს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება" - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.