"შესაბამისმა საინჟინრო ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ეკოლოგიურად ყველა პირობაა დაცული, რომ ის მომავალშიც როგორც განვითარებული ხე დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდება" - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
"თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ მომხდარა და ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის კარგს აკეთებს. ესეც დამატებით კარგი საქმე იქნება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი ვიზიტორი ესტუმრება მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა.
შესაძლებელია კითხვები გარკვეულ პირებს ჰქონდათ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი მათგანის მხრიდან აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული, მხოლოდ იმის გამო, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა", - დასძინა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.