ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე სოფელ ბუკნარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მოსახლეობამ უმთავრეს მოთხოვნად წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება დაასახელა.
ბუკნარის წყალსადენ სისტემას რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების დროს ჩაუტარდა, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება.
გამგებელი ბუკნარის მოსახლეობას პრობლემის შესაძლებლობის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა. შესაბამისი სამსახურების დაუყონებლივ მოხდება წყალსადენი სისტემის ექსპერტიზა და პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.