თბილისის მერია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ.
მრავალსართულიანი პარკენგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს" - განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.