ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
პროექტი წყალსადენი სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი განხორციელების მიზნით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 869 999 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 1 000-ზე მეტი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ამ ეტაპისთვის რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარების სამშენებლო და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება, გატარდება შიდადაქსელვითი ღონისძიებები და მოხდება აბონენტთა გამრიცხველიანება.
წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.