მარნეულში „პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონული წამომადგენლობა გაიხსნა. ოფისი და მონიტორინგის ცენტრი პაატა ბურჭულაძემ ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. დღეიდან, ადგილობრივ მოსახლეობას პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
პაატა ბურჭულაძე ცენტრალურ სკვერში შეკრებილი მარნეულელებს შეხვდა. მათ „ნოვრუზ ბაირამი“ მიულოცა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. პრობემების მოგვარებისთვის კი ბურჭულაძემ მოსახლეობას ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
“მე ბედნიერი ვარ რომ ამდენი ადამიანი მობრძანდა და დაინტერესდა ჩვენთან შეხვედრით. მარნეულში ძალიან მონდომებულია ხალხი რომ ჩაერთოს „საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობაში. მთავარია, სწორი გზით წავიყვანოთ ჩვენი საქმე და სწორად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას.
„პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
პაატა ბურჭულაძე ფონდის წევრებთან ერთად, მარნეულში მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებასთან „კიდევაც დაიზრდებიან“ ეთნიკურ აზერბაიჯანელ, სომეხ ბერძენ და ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.