აღმაშენებლის გამზირთან ერთად რეკონსტრუქცია "დედა ენის ბაღსა" და "9 მარტის ბაღსაც" ჩაუტარდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
"დედაენის ბაღისა" და "9 მარტის ბაღის" მოწესრიგება ჩვენი გეგმის ნაწილია, რომლის პირველადი სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. ამის შემდეგ მოხდება ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ორ პარკს შორის გალერეა, გადასასვლელი გვირაბი, გაკეთდება. მეორე მხრივ, მოწესრიგდება მხატვრების მიმდებარე ტერიტორია, სადაც მათთვის ცივილური ფორმით, თანამედროვე დიზაინის მქონე სურათების საკიდელი და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც მათ სჭირდებათ. მე პირადად შევხვდი მათ და შევთანხმდით, რომ ჩვენ მოვუწესრიგებთ ამ გარემოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო კონცეფცია და პროექტი ხორციელდება", - აღნიშნა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.