თბილისის იაშვილის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით მოთავსებული ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლინიკის ექიმმა გააკეთა.
ნანი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
,,ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში გადის და არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე“- განაცხადა ექიმმა და დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის თურქეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება.
,,დღეს განმეორებითი კვლევებია დაგეგმილი, რომლის შედეგების მიხედვითაც გადაწყდება შემდეგი მკურნალობის ეტაპი. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს“- აღნიშნა ნანი ყავლაშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა აქვს თუ არა ევას ბარბაქაძეს ხერხემლის მოტეხილობა. მისი თქმით, პაციენტი გუშინ, საღამოს საათებში კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით მიიყვანეს.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილია. იგი 15 წლამდე ასაკისაა და გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.