კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, მარნეულის მოსახლეობამ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ მოხსნილმა მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა მერაბ თოფჩიშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 52.48% მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.
,,ხალხის განწყობიდან და ერთსულოვნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ შედეგს და უფრო მეტსაც ველოდებოდი. მარნეულის მოსახლეობამ ამ არჩევანით დაადასტურა, რომ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ კონკრეტულად გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა. ამ არჩევნებში, მე ხმა არა მარტო ქართველებმა, არამედ აზერბაიჯანელებმა, სომხებმა და სხვა ეროვნების ადგილობრივმა მოსახლეობამ მომცა, ნდობა გამომიცხადა და არ ვიცი მათ მიმართ მადლიერება როგორ გამოვხატო," - განაცხადა მერაბ თოფჩიშვილმა.
მისი თქმით, "მრავალრიცხოვან და მრავალეროვან ამომრჩეველს იმედებს ვერ გაუცრუებს და გამგებლის თანამდებობას დაიკავებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.