თინა ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომა მიულოცა
27-03-2016, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის მინისტრი თბილისში, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მესას დაესწრო.

 


„მინდა მივულოცო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ვისთვისაც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თენდება. მინდა ვუსურვო მათ დღეგრძელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ყოფილიყვნენ მუდამ. ყველას, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას - სომეხ მრევლს, კათოლიკეებს ვუსურვებ, რომ ერთად გვეპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სულ რამდენიმე დღის წინ. გვეპოვოს მშვიდობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დღესასწაული ერთმანეთისთვის მიგველოცოს მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნებში.“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


საღვთო ლიტურგია კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ეპისკოპოსმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი