"პრობლემა ევროპის სახალხო პარტიაში კი არ არის, პრობლემა არის ჩვენს მთავრობაში“- ასე ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დაულის განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კანდელაკი.
“ჩვენი გეგმით საქართველოს უკვე უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი 2014 წელს, უკვე ხელში უნდა გვეჭიროს უვიზო რეჟიმი, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო სათანადო კანონები დროზე და მთელი რესურსი დახარჯა დემოკრატიული წეს-წყობილების ნგრევაზე, რითაც დააზიანა უვიზო რეჟიმის მიღების შანსები" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ჟოზეფ დაულიმ კი განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ვიზა-ლიბერალიზაციას, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი გზით ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.