ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ ლალისყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, "სუზუკის" მარკის "ჯიპი" გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა , ამოტრიალდა და წყლის არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, საშუალო ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი, 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანამ უგონო მდგომარეობაში ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.