ღმერთმა ინებოს შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენს შორის დაიმკვიდროს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"დიდმარხვაში, პირველშეწირული წირვის დროს მოძღვარი საოცარ სიტყვებს ამბობს: ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა. ჩვენ იმის შესახებ უნდა ვიფიქროთ, მზად ვართ თუ არა მივიღოთ ეს ნათელი. ნათელი ქრისტესი არის ისეთივე ხელთუქმნელი, დაუსაბამო, როგორც თვით უფალი. წმინდა გრიგოლ პალამა ამ საკითხს ეხება – ქრისტეს ფერიცვალების ნათებას. ფერისცვალების დროს თქვენ იცით, რომ მისი სახე ბრწყინავდა და მისი სამოსელი ელვარებდა. ლოცვაში წერია, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს მისი დიდება – არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდნადაც შეეძლო ეხილა, დაენახა მოციქულებს. მთელი ნათება რომ ეჩვენა, ამ ნათებას მოციქულები ვერ აიტანდნენ. როცა მოსე წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა, მას ათი მცნება მიეცა.
როცა ჩამოვიდა, მისი სახე ღვთაებრივი ნათებით ანათებდა. ეს ნათება იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული იყო სახეზე და თავზე შესამოსელი გადაეფარა. როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც უფალს ახლავს. ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენს შორის დაიმკვიდროს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი", - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.