რომის პაპმა თავის სააღდგომო სიტყვაში ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტზეც ისაუბრა და მორწმუნეებს მოუწოდა, რომ არ შეშინდნენ.
"მოდით, ნუ მივცემთ ნებას სიბნელესა და შიშს დაეუფლონ ჩვენს გონებასა და გულს. დღეს ჩვენი იმედის დღესასწაულია, რაც ძალიან აუცილებელია დღეს ჩვენთვის", - განაცხადა პაპმა.
ტერაქტების საფრთხის გამო, ბევრმა მომლოცველმა ვატიკანში ჩასვლისგან თავი შეიკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.