თბილისში საარჩევნო უბნების 87 %-ის მონაცემებით დავით ნარმანიას ამომრჩეველთა 46,35 %- უჭერს მხარს
16-06-2014, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული უბნის მონაცემები დათვალა. როგორც ცესკო-ში გამართულ მორიგ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის 729 უბნიდან 638 უბნის მონაცემები, თითქმის 87 პროცენტია დათვლილი.

 


რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატთა პროცენტულ მაჩვენებელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერის არჩევნებში ლიდერი კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ისევ 46,35 %-იან მხარდაჭერას ინარჩუნებს, მეორე ადგილზე გასულ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას 27,58 %-იანი მაჩვენებელი აქვს.

 

 

თბილისის მერობის სხვა კანდიდატთა რეიტინგი ამ ეტაპზე ასეთია: კახა კუკავა – 2,36 %, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 12,85 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,6 %, მიხეილ სალუაშვილი – 0,33 %, ირმა ინაშვილი – 5,38 %, სერგო ჯავახიძე – 0,34 %, ირაკლი ღლონტი – 0,34 %, გიორგი ლაღიძე – 0,11 %, თეიმურაზ მურვანიძე – 0,49 %, ასმათ ტყაბლაძე – 2,48 %, გიორგი ლილუაშვილი – 0,11 %, როინ ლიპარტელიანი – 0,11 %.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი