სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, მამუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასაც დაპირდა.
ამ ეტაპზე, სამ კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა ახალი სანიაღვრე არხი.
დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში მისასვლელი გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ამიტომ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს გზა კაპიტალურად კეთდება, იცვლება საფუძველი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ამით მოგვარდება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან დასახლებაში არსებულ სხვა საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. მათ სურთ საბავშვო გასართობი მოედანი. საკითხს გამგეობასთან ერთად განვიხილავთ და ამასაც გავაკეთებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დასახლებამდე მოსასვლელ გზასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ გვარდება. “,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დასახლების გაფართოებას.
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.