რუსთავში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ.
კონფერენციაზე "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს. დღესვე აირჩიეს "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის ბიუროს ხუთი წევრი და ყრილობის შვიდი დელეგატი რუსთავიდან.
ვიცე-პრემიერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას პარტიის მუშაობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა. "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი აპრილში, "ქართული ოცნების" ყრილობის ჩატარების შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დაწყება დააანონსა.
"პარტიაში რა თქმა უნდა, ახალი სახეები იქნება, ახალი სისხლი იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ვინ გაწევრიანდება პარტიაში, რამდენიმე დღეში ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ განცხადებას. მე სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.