სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებენ. თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სურსათის სარეალიზაციო ობიექტ „ქალაქის გულში“ თბილისის სამმართველოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო 2 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მათ შორის, ერთ-ერთს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
კერძოდ, ი.მ „ხათუნა კილძის“ მაღაზიაში, რომელიც რძის პროდუქტების, კერძოდ - ყველის რეალიზაციას ეწეოდა, სხვადასხვა არაკრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად დაფიქსირდა სანიტარული პირობის დარღვევა. ყველის სარეალიზაციო დახლის რეცხვა-დეზინფიცირება არ ხდებოდა სათანადოდ, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი აღნიშნული დარღვევის გამოსწორებამდე და დაჯარიმდა 1000 ლარით.
ნახევარფაბრიკატებისა და თევზის რეალიზაციით დაკავებული ი.მ „ირმა ქარსელაძე“ კი სურსათის მიკვლევადობის არქონის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა 200 ლარით.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ყველში უცხო საგნის (ქვის) აღმოჩენის გამო დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.