"ისლამური სახელმწიფო" "ბოევიკის" ვიდეორგოლს აქვეყნებს. "ბოევიკი" "ShariaBelgium"-ის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "De Standaard" ავრცელებს.
ვიდეორგოლი იწყება გაფრთხილებით ფრანგულ ენაზე, რომ ბელგიაში ტერაქტები პრელუდია იყო. ამის შემდეგ ჩნდება ხიშამ შაიბი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქ რაკას ქუჩაში იმყოფება.
"თქვენ აქ იმისთვის ჩამოხვედით, რომ ყოველდღიურად გვბომბოთ. კითხვა იმაშია, რა მოგიტანათ ამან. მიუხედავად ყოველდღიური შეტევებისა, მუსლიმები აქ ბედნიერად ცხოვრობენ. თქვენზე ერთი შეტევა და შიშში ცხოვრობთ და საფრთხის დონეს მაქსიმუმამდე ზრდით. ვიდრე მუსლიმების მკვლელობას გააგრძელებთ თქვენი "ეფ-16"-ებით, ჩვენ თქვენი ხალხის მოკვლას გავაგრძელებთ", - ამბობს ხაშამ შაიბი.
ვიდეორგოლის დასასრულს, ის ორი გასროლით კლავს ტყვეს, სიტყვებით "ბრძოლა თქვენს ქვეყნებში გაგრძელდება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.