გამოცემის ინფორმაციით, პატრიარქს ივანიშვილისთვის შეუთვლია, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდეს და მისივე მოყვანილი გუნდი მანვე მართოს.
,,ილია მეორეს ბიძინა ივანიშვილისთვის შეუთვლია - შენ მიერ დატოვებულმა გუნდმა აშკარად ვერ გაამართლა, ,,ნაციონალებს" ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავდათ, ეს ვიცოდი და რითაც შემეძლო იმით ვაკავებდი, ამათ კი საით მიჰყავთ ქვეყანა ვერც მე გავუგე და თავადაც ვერ გაუგიათ. ვიდრე ყველანი დიდ შარში არ გავხვეულვართ, მოდი, პოლიტიკაში დაბრუნდი და შენ მიერ მოყვანილი გუნდი თავადვე მართეო.
პატრიარქს ისიც შეუთვლია ივანიშვილისთვის, რომ მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობა" ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოსაწვევად აქტიურად მუშაობს, ამაზე ხელის აღებას არ აპირებს და საამისოდ ძალიან დიდ ფულსაც ხარჯავს. თუ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწო, ეს ქვეყნის დასასრული იქნება და მოდი, ეს საფრთხე ერთად შევაკავოთ და გავანეიტრალოთო"-წერს გაზეთი.
გამოცემის ინფორმაციითვე, ივანიშვილი მზად ყოფილა, პატრიარქს შეხვდეს და მასთან ყველა საჭირო თემა განიხილოს.
,,ის საკითხი, რომ ივანიშვილი პატრიარქს შეხვედრაზე დასთანხმდა, სადაც მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, მეტიც, შესაძლოა, ამ შეხვედრაზე ეს საკითხი დადებითადაც კი გადაწყდეს, ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას სერიოზულად ფიქრობს"-წერს გამოცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.