არეულობა ბრიუსელის ცენტრში - მოედანზე, სადაც ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალია მოწყობილი, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრები შეიჭრნენ და მუსლიმ ქალებს დაუპირისპირდნენ. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.
ბელგიის პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. თვითმხილველების განცხადებით, რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები ცდილობდნენ პატრიოტული მიმართულების სიმღერები შეესრულებინათ. მათ შორის დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერთო, რომელმაც რადიკალებს მოედანი დაატოვებინა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბრიუსელის ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.