60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა პაკისტანის ქალაქ ლაჰორის პარკში მომხდარი აფეთქებისას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს პირას მოხდა, როცა პარკი ოჯახებით იყო სავსე. როგორც BBC -ს პოლიციამ განუცხადა, თავდამსხმელი სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი იყო.

სულ ცოტა ხნის წინათ კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.
გამოითქმის ვარაუდები იმასთან დაკავშირებით რომ კათოლიკეების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკვშირებით, შესაძლოა სამიზნე ქრისტიანები ყოფილიყვნენ.
გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, განუცხადა Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.