პაკისტანის ქალაქ ლაჰორის პარკში გუშინ თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა, პასუხისმგებლობა თალიბანისაგან გამოყოფილმა ჯგუფმა აიღო.
ჯამაათ-ულ-აჰრარის ჯგუფმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნედ განზრახ შეირჩნენ ქრისტიანები, რომლებიც აღდგომას ზეიმობდნენ.
პარკი მასობრივი მკვლელობის საზარელ სცენად იქცა, სადაც მშობლები ნანგრევებში თავიანთ შვილებს ეძებდნენ.
პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო თავდასხმა, რეგიონულმა მთავრობამ კი 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
დაჭრილია სულ მცირე 300 ადამიანი. ოფიციოზი აცხადებს, რომ გარდაცვლილთა რიცხვის მატებას მოელიან.

როგორც BBC წერს, ლაჰორი პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და მდიდარი ქალაქია. იგი პრემიერ მინისტრ ნავაზ შარიფის პოლიტიკური ძალაუფლების ძირითადი საყრდენია და საგრძნობლად მცირე ოდენობის ტერორისტული აქტების სამიზნე იყო ბოლო წლებში.
ჯამაათ-ულ-აჰრარის წარმომადგენელმა ეჰსანულაჰ ეჰსანმა განაცხადა, რომ ჯგუფს უნდოდა პრემიერ მინისტრისთვის გზავნილის გაგზავნა რომ ისინი "ლაჰორში შევიდნენ" და შემდგომი თავდასხმების საფრთხე არსებობს.
ჯამაათ-ულ-აჰრარი პაკისტანის ტეჰრიკის თალიბანისაგან გამოყოფილი ჯგუფია, რომელმაც პაკისტანის სამოქალაქო პირებზე და უსაფრთხოების ძალებზე ბოლო თვეებში სხვა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა.
პრემიერ მინისტრმა შარიფმა "უცოდველი ადამიანების სიკვდილის გამო მწუხარება და სინანული" გამოხატა. მან გადადო დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი.

აფეთქება სავარაუდოდ ერთმა თვითმკვლელმა განახორციელა, აფეთქების სამიზნედ კი გულშან-ე-იქბალის პარკის მთავარი შესასვლელი აირჩია, რომელიც ბავშვების სათამაშო მოედნიდან მოკლე მანძილზე მდებარეობს. პარკი, გუშინ საღამოს ჩვეულებრივზე მეტად იყო გადაჭედილი, რადგან იქ აღდგომის დღესასწაულს ლაჰორის ქრისტიანი ოჯახები ზეიმობდნენ.
BBC-ს ინფორმაციით, პაკისტანში ქრისტიანები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 1.6%-ს შეადგენენ და ჰინდუსების შემდეგ მეორე ყველაზე დიდ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი ყარაჩისა და პენჯაბში, ასევე ლაჰორსა და ფაისალაბადში ცხოვრობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.