ეკონომიკის სამინისტროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებული სამინისტროში მომუშავე დამლაგებელია.
ცნობილია, რომ ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია შენობის მე-6 და მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი და ოთახები, ჯამში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, მეხანძრეები მუშაობას კვლავ განაგრძობენ. შემთხვევის ადგილზე, 11 ბრიგადა იყო მობილიზიბული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.