ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ექსპერტებმა რუსეთს და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება, ამ კონფრონტაციის ესკალაციის შესაძლებლობები და ასევე ის პერსპექტივები განიხილეს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
ფრედერიკ სტარი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე აღნიშნული კონფლიქტის გავლენა აშკარაა. მიმდინარე პროცესების გადალახვას, მისი აზრით, აშშ-ის ლიდერობა სჭირდება:
“დღეს ამერიკისთვის იშვიათი შესაძლებლობაა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვა უზრუნვლყოს, ის მთელს კავკასიას გვერდში უნდა დაუდგეს: სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვას განიცდის, საქართველოს აშფოთებს ტერიტორიების დაკარგვა, აზერბაიჯანს კი უნდა შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაიმკვიდრა მსოფლიოში. ყველაფერი ეს ახლა საფრთხის ქვეშაა.”
ექსპერტები თვლიან იმასაც, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მოწყვლად სიტუაციაშია. ამ გარემოებას კი ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდი სუფევს, როცა საზოგადოების ინტერესი მთლიანად გადატანილია ამერიკის შიდა მოვლენებზე.
“საქართველო ყოველთვის განსაკუთრებით რთულ სიტუაციაშია. მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთნა ხდება. ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. ეს განცხადება კი ჩემთვის ნამდვილი გაფრთხილება და სიგნალია. 2008-შიც ასე იყო, ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. დღეს საარჩევნო წელი გვიდგას-ბრიუსელი, ვაშინგტონი, ისე კარგად ვეღარ ახდენს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს," აცხადებს ფრედერიკ სტარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.