"რესპუბლიკური პარტიის" წევრების ცნობით, დღეს პარტია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დარჩენის საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან საუბრისას პარტიის წარმომადგენლები, ვახტანგ ხმალაძე და ნოდარ ებანოიძე "ქართული ოცნების" შესაძლო დატოვების თაობაზე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
"რესპუბლიკელების" წევრი, ლევან ბერძენიშვილი კი 2030.news-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ცალკეული პირი ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ამაზე პარტიამ უნდა ისაუბროს.
„ვიდრე არ იქნება ასეთი ტიპის განცხადება, როგორ დაგიდასტუროთ ან უარვყო. პარტია გააკეთებს განცხადებას, იტყვის იმას, რაც თქვენ თქვით – ან არ იტყვის. როდის იქნება ეს დღეს, ხვალ თუ ზეგ, არ ვიცი. ასეთ განცხადებას ცალკე პირები არ აკეთებენ, მე ასეთ რამეს ვერ ვიტყვი. პარტია გააკეთებს განცხადებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით. პარტიული საკითხია, ცალკეული პირი განცხადებას ვერ გააკეთებს. გინდათ, ვიღაცამ დაარღვიოს ჩვეულებრივი ადამიანური ნორმები და მე არ ვიქნები ეს” – განაცხადა ლევან ბერძენიშივილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.