ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის დედაქალაქში 729 უბნიდან 695 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, რაც 95%-ზე მეტს შეადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატთა პროცენტულ მაჩვენებელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერის არჩევნებში ლიდერი კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანიაა 46,12 %-ით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა 27,89 %-იანი მაჩვენებლით.
მერობის სხვა კანდიდატთა რეიტინგი ამ ეტაპზე ასეთია: კახა კუკავა – 2,33 %, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 12,84 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,15 %, მიხეილ სალუაშვილი – 0,33 %, ირმა ინაშვილი – 5,37 %, სერგო ჯავახიძე – 0,35 %, ირაკლი ღლონტი – 0,34 %, გიორგი ლაღიძე – 0,11 %, თეიმურაზ მურვანიძე – 0,5 %, ასმათ ტყაბლაძე – 2,46 %, გიორგი ლილუაშვილი – 0,11 %, როინ ლიპარტელიანი – 0,11 %.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.