"არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან" - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იმ არასამთავრობოების განცხადებას, რომლებიც ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო, მის დაკითხვას მოითხოვენ. მეჭიაური პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ აცხადებდა, რომ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებზეც კომპრომატები აქვთ, უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან.
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ის ისევ მოუწოდებს თანამდებობის პირებს განერიდონ ხელისუფლებას.
"მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არა მარტო ამ ვიდეო მასალაში, არამედ ზოგადად ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი. ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას, ასე ხდება მთელს მსოფლიოში. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, იმიტომ, რომ ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
არასამთავრობოები კი რომლებიც თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვას მოითხოვენ, აცხადებენ რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს თუ რა კონკრეტული ინფორმაცია გააჩნიათ ამ პირებს.
”ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მეჭიაური და ლორთქიფანიძე დაიკითხოს პროკურატურის მიერ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი, ერთის მხრივ, აანონსებდნენ და მეორეს მხრივ, კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ ამ კონკრეტულ პირებს“, - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.