ნუკრი ქანთარია: მარადიულად არ არსებობს არც ერთი კოალიცია, ან გავიშლებით, ან დავიშლებით
28-03-2016, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარადიულად არ არსებობს არც ერთი კოალიცია, ან გავიშლებით, ან დავიშლებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

 

 

"ცოტა ხანი დავიცადოთ და ყველაფერი იქნება ნათელი- კოალიცია გაიშლება, დაიშლება, თუ ერთად იქნება. გააკეთონ განცხადება და შემდეგ შეიძლება ჩვენ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი, კარგია თუ ცუდი. ასე "ეროვნულმა ფორუმმაც" თქვა, რომ ისინი ელოდებიან ყრილობას და სრულიად ბუნებრივია ეს ამბავი. მე მგონია, რომ არ არის ეს ისეთი რამ, რაზეც ჩვენ გამუდმებულად უნდა ვიყოთ ჩაციებული. ყველაფერი დროსა და სივრცეში დალაგდება ისე, როგორც მომგებიანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

კოალიციის დროს კლებულობს ინდივიდუალიზმი. ამიტომ თუ ჩათვლიან არსებული სუბიექტები, რომ საჭიროა ახლა მათი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს და ჩვენ ყველანი ამაზე შევთანხმდებით, იქნება ასე, თუ არადა, იქნება - ისე. დავიცადოთ, არჩევნების წინ ყველამ უნდა იცოდეს რა სახით წარდგება კოალიცია. მიემატება სუბიექტები, თუ პირიქით, გამოაკლდება. ეს უახლოეს თვეებში გაირკვევა", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი