"თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
,,პარტია გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს. ნებისმიერი პარტია ორიენტირებულია მომავალზე, სტრატეგიულ გეგმებზე, შესაბამისად, ჩვენმა პარტიამაც იმსჯელა და გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნათქვამი სიტყვები არ დაგვვიწყებია იმის თაობაზე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ კოალიციაში იმ მიზნების განსახორციელებლად, რა მიზნებიც გვქონდა დასახული, რა პირობაც მივეცით ქართველ ხალხს.
მე ნამდვილად არ ვიცი, როდის გაკეთდება განცხადება. პროგნოზირებას ვერ შევუდგები. ყოველშემთხვევაში, სანამ მე ვარ აქ და სანამ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს სხვანაირად, მაგალითად მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, მე შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ჩარჩოებში, როგორც დღემდე, არანაირ სხვაობას ამაში ვერ ვხედავ და ვერც იმაში ვერ ვხედავ ტრაგედიას, თუ პრემიერი სხვანაირად გადაწყვეტს.
თუ დავტოვებთ, თუ არ დავტოვებთ, ამის თაობაზე იქნება განცხადება, ამ განცხადებაში იქნება ნათქვამი ყველა მიზეზი. ამის შემდეგ უკვე მეც მექნება საშუალება კომენტარი გავაკეთო. ხედავთ, რომ ვმუშაობ, ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას," - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.