"ეს შენ გეხებას" წევრები მსჯელობენ, როგორ უნდა მოგვარდეს მოსმენების სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.
"ადრე იყო საუბარი იმაზე, თუ რამდენი ე.წ. გასაღები უნდა იყოს და ვის უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციაზე. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს სისტემა. მომზადებული კონცეფციით უნდა მივიდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო განხილვებში იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა.
ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ გამოძიება, თუმცა, მეორეს მხრივ, მექანიზმები, რომლებიც არის მათ ხელში, ბოროტად არ უნდა იქნას გამოყენებული და ამაზე საჭიროა კონტროლის დაწესება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ "გასაღები" არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავების ხელში. მთავარია, რომ მათ არ უნდა შეეძლოთ ვინმეს მოსმენა გარე კონტროლის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს მეორე ან მესამე პირი, რომელიც მათ გააკონტროლებთ", - განაცხადა გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.