"თუ ივანიშვილი მორიგი მასშტაბის მავნებლობას არ ჩაიდენს, უვიზო მიმოსვლას მივიღებთ" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.
“ქართული საზოგადოება იმსახურებს უვიზო მიმოსვლას ევროპაში და მთელმა საზოგადოებამ და ჩვენც მათ შორის, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს მისი მთავრობა. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელმაც თავისი მავნებლობით და სიზარმაცით ჯერ ორი წელი დაგვაკარგინა, ახლა კითხვის ნიშნები გააჩინა და აგრძელებს ოპონენტების მხარეს ხელის გაშვერას" - აღნიშნა ბოკერიამ.
"ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადება "ნაციონალურ მოძრაობასთან" იყო შეთანხმებული.
"ჯერჯერობით ტექსტსაც კი ვერ ვპოულობთ ორიგინალს ფრანგულ ენაზე. მე მქონდა გუშინ კომუნიკაციები სახალხო პარტიის სხვა წევრებთან, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის სრული გაუგებრობა და ფრაქციაზე ასეთი საკითხი არც განხილულა ევროპარლამენტში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.