მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ისტორიული არჩევნები და მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ობიექტური და ღირსეული შეფასების გაკეთებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს და ყოველთვის გრძნობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან კარგად იმუშავა.
"ძალიან კარგი ორგანიზებული იყო ყველაფერი; მთლიანობაში არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. განსაკუთრებული მადლობის ღირსია ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება. მინდა, თიოთოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა და ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
"საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია "ქართული ოცნების" , რაც დაახლოებით 77, 4%-ია. დანარჩენი კი არიან სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების ეს შედეგები კარგი მაგალითია, რაც მმართველ გუნდს შემდგომი არჩევნებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახეთ ხარვეზები, რომლებიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად და დემოკრატიულად. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.