"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებს უკავშირდება.
“სახალხო პარტიის განცხადება ჩემთვის სრულიად ნათელია. "ქართულმა ოცნებამ", სამწუხაროდ, ვერ შეძლო "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის შესუსტება, ვერც სახალხო პარტიის ფრაქციაზე და ვერც სხვა სტრუქტურებში. ვერც ერთ შემთხვევაში ზაფხულში უვიზო მიმოსვლა ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, კიდეც რომ იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას სჭირდება 28 სახელმწიფოს პარლამენტების რატიფიცირების პროცესი რაც ძალიან გაიწელება და ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რამდენიმე თვეში მიღებული," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.