ისრაელის მთავრობა თურქეთში "ტერორისტული თავდასხმების მაღალი საფრთხიდან" გამომდინარე თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ისრაელმა ასევე მოუწოდა ტურისტებს გადადონ ახალო მომავალში დაგეგმილი მოგზაურობა თურქეთში. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული გაფრთხილება მას შემდეგ ვრცელდება, რაც 19 მარტს თურქეთის ქალაქ სტამბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის სამი ისრაელის მოქალაქე იყო.
ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ისრაელის კონტრ-ტერორიზმის ბიურომ განაცხადა: "გადაწყდა, რომ ამჟამად არსებული მოგზაურობასთან დაკავშირებული გაფრთხილება თურქეთთან მიმართებაში, ძირითადი რეალური საფრთხიდან მაღალ რეალურ საფრთხემდე გაიზარდოს."
ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ტურისტული ადგილმდებარეობები თვითგამოცხადებული "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან "ახალი თავდასხმების განხორციელების საფრთხის ქვეშ იმყოფება."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.