ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს
28-03-2016, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა კენჭი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს უყარეს. სხდომაზე პირველ საკითხად დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

 

 

როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბიუჯეტში განხოციელებული ცვლილების შესაბამისად 6 269 466 ლარის გადასახდელები დაიგეგმა. შემოსულობების ნაწილში ჯამში ბიუჯეტი 4 329 681 ლარით გაიზარდა, მათ შორის 2 754 503 ლარი გარდამავალ ნაშთს წარმოადგენს, ასევე მოხდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით გადანაწილება და დამტკიცება. სხდომაზე იმსჯელეს საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონებად დაყოფისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასების განსაზღვრის შესახებ.

 


საკრებულოს სხდომაზე დღესვე შევიდა ცვლილებები „დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების“, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების“, „სოციალურად დაუცველი ფენისათვის უფასო სასადილოს“, „გულის ქირურგიის თანადაფინანსების“, „მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტოზური დახმარებისა“ და „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების“ მიზნობრივ, ასევე სპორტული საკლუბო გუნდების პროგრამებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი