ფიდელ კასტრომ ბარაქ ობამას კუბაში ვიზიტზე დუმილი დაარღვია
28-03-2016, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფიდელ კასტრომ პრეზიდენტ ობამას კუბაში ვიზიტზე თავისი დუმილი სახელმწიფოს მიერ დაფინასებულ გაზეთ „გრანმა“-ში გამოქვეყნებული გამკიცხავი წერილილით დაარღვია.

 


ფიდელმა, რომელმაც ძალაუფლება ათეული წლის წინათ მის ძმას რაულს გადასცა, განაცხადა, რომ კუბას არ ესაჭიროებოდა რაიმე სახის საჩუქარი „იმპერიისაგან“.

 


მან ბარაქ ობამას შერიგების შესახებ წარმოთქმული სიტყვები აღწერა, როგორც „სიროფივით ტკბილი“ და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამან კუბელებს შეიძლება გულის შეტევა დამართოს. კასტრო თავის ვრცელ წერილში, რომლის სათაურიცაა El Hermano Obama (ძმაო ობამა)  წერს: "შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვების მოსმენამ შეიძლება ყველას დამართოს გულის შეტევა."

 


ობამამ კუბაში ყოფნისას გამოთქვა მოსაზრება, რომ დროა ამერიკის კონტინენტზე ცივი ომის ბოლო გადმონაშთების დამარხვა მომხდარიყო.

 

 

თავის 1 500 სიტყვიან წერილში ფიდელმა მკითხველებს ასევე შეახსენა 1961 წელი, როცა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გაწვრთნილი და დაფინანსებული, კუბადან გადახვეწილი 1 500 კაციანი ჯგუფი ზღვიდან წარუმატებლად შეეცადა კუნძულის დაპყრობას და ფიდელ კასტროს ჩამოგდებას და დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

 

მიუხედავად ამისა, 89 წლის ყოფილმა ლიდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ მისი „ზომიერი შეთავაზება“ იყო ის, რომ ობამას „ზეგავლენა აქვს და არ ცდილობს განავითაროს თეორიები კუბის პოლიტიკის შესახებ“.

 

 

ობამამ კუბაში რაულ კასტროსთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სავაჭრო ემბარგო მთლიანად იქნება მოხსნილი. "კუბას ბედ-იღბალი არ გადაწყდება შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა ერის მიერ... კუბას მომავალი გადაწყდება კუბელების და არა ვინმე სხვის მიერ," განაცხადა ობამამ.

 


ობამა, ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 1959 წლის შემდეგ კუბაში ვიზიტად ჩავიდა, 2014 წელს პირობას იძლეოდა, რომ გააუმჯობესებდა ურთიერთობებს ცივი ომის ეპოქის ყოფილ მტერთან, მაგრამ როგორც ამას Reuters- ი წერს, იგი შინ წნეხის ქვეშაა იმ კუთხით, შეძლებს თუ ვერა ძალა დაატანოს კასტროს მთავრობას დაუშვას პოლიტიკური განსხვავებულობა და საბჭოთა სტილის ეონომიკის შემდგომი გახსნილობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი