ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში ფეხით მიმავალ მამაკაცს პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მან პოლიციის ოფიცრების მისამართით იარაღის გამოყენება სცადა და რამდენიმე გასროლა მოახდინა.
"როიტერსის" ინფორმაციით, დაჭრილია 66 წლის ტენესელი ლარი დოსონი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კრიტიკული, ნათქვამია კაპიტოლიუმის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამ ინციდენტის ახლოს იმყოფებოდა, ასევე დაჭრილია და ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კაპიტოლიუმის პოლიციის მეთაურმა მათიუ ვერდეროსამ განაცხადა, რომ დოსონს ბრალი მომაკვდინებელი იარაღით თავდასხმისა და პოლიციის ოფიცერზე შეიარაღებული თავდასხმისთვის წარედგინა.
ვერდეროსას თქმით, პოლიციის არც ერთი ოფიცერი არ დაშავებულა. მან თქვა, რომ უცნობია პოლიციის რამდენმა ოფიცერმა გახსნა ცეცხლი. ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, ეჭვმიტანილის ავტომანქანას კაპიტოლიუმის მიწისქვეშა სადგომზე მიაგნეს.
ინციდენტის გამო, შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა ტურისტების გადაადგილება მიმდებარე ტერიტორიასა და თეთრ სახლთან დროებით შეზღუდა. ცოტა ხნით დაიხურა კონგრესიც, თუმცა ის მალევე გაიხსნა.
პოლიციამ დოსონი ოქტომბერში დააკავა მას შემდეგ, რაც მან კონგრესის სესიის მიმდინარეობა ყვირილით შეაფერხა. the Washington Post -ის ცნობით, იგი გაჰყვიროდა, რომ "ღმერთისგან მოვლენილი წინასწარმეტყველი" იყო. როგორც გაზეთი წერდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიისგან თავის შორს დაჭერა დაეკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.