დუბაიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აჯმანში, ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსი ცეცხლის ალში გაეხვა. ცეცხლი თავდაპირველად აჯმანის ემირატში ერთ-ერთ ცათამბჯენს გაუჩნდა და შემდეგ მეორესაც მოედო.
კორპუსებში მცხოვრებთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა. რამდენიმე მათგანს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და მცირე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც BBC წერს, წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში გაერთაინებული არაბეთის საამიროებში ეს მესამე ამგვარი შემთხვევაა. ახალი წლის წინა დღეს, დუბაის ცენტრში მდებარე 63-სართულიანი მდიდრული სასტუმრო ცეცხლმა შთანთქა.
აჯმანის პოლიციის მიერ Twitter -ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იწვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი მხარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.