ეგვიპტიდან ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320 რამდენიმე საათის წიანთ გაიტაცეს. EgyptAir -ის ცნობით, მგზავრმა, რომელმაც განაცხადა, რომ შაჰიდის ქამარს ატარებდა, ეკიპაჟის წევრებს ფრენის მარშრუტის კვიპროსის მიმართულებით შეცვლა უბრძანა.
თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა, კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. ეგვიპტის მთავრობის ინფორმაციით, თვითმფრინავს კურსის შეცვლა სულ მცირე ერთმა შეიარაღებულმა პირმა აიძულა.
ამ წუთებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მგზავრები თვითმფრინავს ტოვებენ და ავტობუსში სხდებიან. არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება. აქედან სამი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
კვიპროსის სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, გატაცებისას ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში გატაცების მომენტში 81 მგზავრი იმყოფებოდა.
ლარნაკის აეროპორტი ამ დროისათვის დაკეტილია და ფრენები სხვა აეროპორტებიდან განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.