"რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენელი უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს, ცუდი ენით, რაც ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს" - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.
"არც ერთ სუბიექტს, მათ შორის, არც ჩვენ – ყველაზე დიდ პარტიას, არ უნდა, რომ განცხადება გააკეთოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული. ასეა "რესპუბლიკური პარტიაც". მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. მაგრამ სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერ სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა. თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.