BBC-ის ინფორმაციით, კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში გამტაცებლის დაჟინებული თხოვნით, მისი ყოფილი მეუღლე მიიყვანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის გამტაცებელს, რომელიც მარტო მოქმედებდა, უნდოდა ცალკე მცხოვრებ კვიპროსელ ცოლთან დალაპარაკება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამტაცებელი ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობს, მაგრამ ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა.
გამოცემა "გარდიანის" კორესპონდენტი ჰელენა სმიტი წერს, რომ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა ახლახან განაცხადა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ არის და მან თვითმფრინავი "ქალის გამო" გაიტაცა.
ავიახაზების განცხადებით, გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ყველა მგზავრს, 4 უცხოელისა და ეკიპაჟის წევრების გარდა, თვითმფრინავი უკვე დატოვებული აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.